Tuesday, February 26, 2013

ბავშვობა

ბიოგრაფიული ცნობები

ექვთიმე თაყაიშვილი  გურიაში,  ოზურგეთის მაქრაში,  სოფ.  ლიხაურში 1863 წელს 5 იანვარს ,  აზნაურ სვიმონ  თაყაიშვილის  ოჯახში  დაიბადა.  მამამისი რუსის  ჯარში  მსახურობდა  და  თურქეთის    საზღვრის   მცველ  ერთ-ერთ  რაზმას  მეთაურობად  მდ.  ჩოლოქზე  და  სათანადო    კორდონის  უფროსად“  იწოდებოდა;   ხოლო დედა   -   მაკვარელი  თავადის  გიტელი  ნაკაშაძის  ასული  ნინო  გულთბილი,   ქველმოქმედი და  ხალხის  მოსარჩლე  მანდილოსანი  იყო.  დედას ოთხი  შვილიდან  განსაკუთრებით    ნაბოლარა,  ექვთიმე  უყვარდა,  რადგანაც  ის სხვებისაგან  განსხვავებით  მკაფიოდ ავლენდა  თავის  ნიჭს,  რაც  დედას დიდ  სიხარულს  ჰგვრიდა.  
            მოწამეობრივი ცხოვრებით სვლა დაბადებიდანვე ბედად დაჰყვა  ახალნაშობ ყმას .  დაბადებიდან   მეხუთე   დღეს  მოუკვდა მამა   და  ამრიგად,  მამის   სიყვარულთან და მამობის  განცდასთან   სავსებით  უზიარებელი  დარჩა.    მეხუთე  წელს  დედა  მის   ლოგინში,  მისავე  მკერდზე   მიხუტებული  გარდაიცვალა  და   ამრიგად,  დედობის  ღვთაებრივი  მადლისაგან,  მისი  გაციებული  სხეულის   განცდის  გარდა  სხვა  აღარაფერი  შემორჩენია.

განათლება

გიმნაზია




   შვიდი  წლის  ექვთიმეს   მეურვეობა   მისმა  სიძემ  ითავა.  მან  ოზურგეთის  ორ  კლასიან  სასწავლებელში  შეიყვანა  ექვთიმე   ერთი  წელი  დაყო,  ხოლო  შემდეგ  კი,  ფოთის  სამაზრო   სასწავლებელში,   სადაც  ექვთიმემ  ერთი  წელი  დაყო,   ხოლო  შემდეგ,   სოფ.   ლიხაურში  ჩამოვიდა,   რადგანაც   მეურვემ  ჩათვალა,  რომ   ობლისათვის,     ამდენი   განათლება“  საკმარისი  იყო.  ამ  დროს  ექვთიმე  თორმეტი  წლისა  იყო,   სწავლასა   და   ცოდნას   უსაზღვროდ  მოწყურებული.   მომდევნო   წელს,   უფროსმა  ძმამ,  ნინიკომ  წაიყვანა  ქუთაისში.   იქ,  მდგმურის   ადგილმონაცვლეობით,  ხელმოკლეობით,   სანახევროდ   შიმშილ-წყურვილით,  მაინც  იმდენი  იშრომა,  ისწავლა  და   იბრძოლა,   რომ  ბოლოს  პროგიმნაზიაში  მოეწყო.   1879  წელს  კი,   წარმათებით  დაასრულა  და  კლასიკური  გიმნაზიის  მეხუთე  კურსზე  განაგრძო  სწავლა. გიმნაზიაში  სწავლის  დროსაც  ექვთიმე  მუდმივ  ხელმოკლეობას  განიცდიდა  და  მოსწავლეთა  მომზადებით  ივსებდა  თურმე  შემოსავალს.  ბუნებრივ,  შთამომავლობით  გამოყოლილ  ნიჭიერებას  თან  დართვია  შრომისმოყვარეობა  ,  სისტემატიური  მეცადინეობის  შემდეგ ექვთიმე  ერთ-ერთი  მოწინავე  მოსწავლე  გამხდარა  ნიკო  მართან  ერთად,  რომელსაც  გიმნაზიაში დაუმეგობრდა.  აღსანიშნავია,  რომ  ამავე  პერიოდში  ექვთიმე  ჩადის  სოფ.  უწერაში  მტკივანი  ფეხის  სამკურნალოდ  იქაურ   წყლებზე  და  თან  რაჭის  ისტორიული  ძეგლების  შესწავლას  მიჰყოფს  ხელს  რის  საფუძველზეც   აქვეყნებს  მის  პირველ  მეცნიერულ  შრომას  „ქუთაისიდან  უწერამდე“

ბევრი იარა თუ ცოტა იარა....


მთელი საქართველო შემოიარა......

           1887  წელს  დაბრუნდა  ექვთიმე  საქართველოში  და  1894  წლამდე  ასწავლიდა    თბილისის  სათავადაზნაურო  სკოლასა  და  გიმნაზიაში ბერძნულსა  და  ლათინურ  ენებს,  ისტორიასა  და  გეოგრაფიას.   1914  წელს  კი,  გიმნაზიის  დირექტორად  აირჩიეს.  ამ  დროის  განმავლობაში,  თაყაიშვილი  შეიყვანეს  „წერა-კითხვის  გამავრცელებელი  საზოგადოების“  გამგეობის  წევრად.  არჩევის  დღიდან  ექვთიმე    გახდა  ყველაზე  მოუსვენარი  მუშაკი  „საზოგადოების“  ფონდში  შემოსული  ხელნაწერებისა  და  არქივებისა. 

თვითონვე  იხსენებდა  შემდგომში;  „საზოგადოების  წევრი  გავხდი,    მოვიხედე-მოვიხედე,  შევიტყვე  რომ  ამ  ძვირფას  ხელნაწერებს  კაცი  პატრონი  არ  ჰყავდა  და  ძალაუნებურად  მოვკიდე  ხელი,  დავუწყე  პატრონობა,  მერე  თანდათან  გამიტაცა,  შემიყვარდა  და  დავიწყე  ზრუნვა    დაღუპვისაგან  მათ   გადარჩენაზე,  თან  ახალ-ახალსაც  ვაგროვებდი,  შემოწირულიებს  აღარ  ვჯერდებოდი,  საზოგადოების  ხარჯზე  შეძენაც  დავიწყე,  სხვადასხვა  კუთხეში  მიმოწერა  გავაჩაღე,  აგენტები  გავიჩინე...  ასე  მარტივად  აღმოჩნდა  ექვთიმე  თაყაიშვილი   დაკავშირებული  ქართულ  განძთან  სიცოცხლის  ბოლომდე  დარჩა  მისი  ერთგული  ყველაზე  დიდი  გულშემატკივარი  და  დამცველი. 

განძეულის გუშაგი

იძულებითი ემიგრაცია

        1921 წელი  თბილისს  წითელი  არმია  უახლოვდება;  მენშევიკური  წევრები  იკრიბებიან  საქმის  განსახილველად ;  შეკრებაზე  მოდის  რუსეთის  ელჩი,  შეინმანი.  ჟორდანიამ  რუსეთთან  პირდაპირი  კავშირის  დამყარება  მოინდომა,   მაგრამ  ვერ  მოახერხა.   ამის  შემდეგ  გენერალმა  მაღლაკელიძემ  წამოაყენა  წინადადება  ფოილოს  ხიდი  აეფეთქებინათ,  რათა   წითელარმიანები  ქერამს  გამოღმა  ვერ  გამოსულიყვნენ.  ამის  შემდეგ,  ელჩმა  შეინმანმა  დემოსტრაციულად  დატოვა  სხდომა,  რომელზეც  გადაწყდა,  რომ  ხაზინა,  საეკლესიო  და   სამუზეუმო  განძიც  თან 

          ექვთიმე  თაყაიშვილის დაჟინებული  თხოვნით,  ჟორდანიამ  ის  დანიშნა  განძის  მეთვალყურედ.  ექვთიმემ  საკუთარი  ფეხით  დაიარა  მუზეუმები  და  განძის ჩალაგება  სთხოვა   და  მაინც   გაწბილებული  დარჩა.   მთავრობა  ადრე  გავიდა  ზღვაში  და  ექვთიმე  დატოვა,  ამიტომაც  აღშფოთებულ  ექვთიმეს  გემის  დაქირავება   და  ისე  წასვლა   მოუხდა.

           მენშევიკური  მთავრობა  გარბის  და  თან  მიაქვს  ქართული  განძი.  ანძი, რომლის  შეგროვებასა  და   გადარჩენაში  ამდენი  ოფლი,  სისხლი  და  ცრემლი   აქვს  ჩაქცეული  სწორედ  ექვთიმე  თაყაიშვილს.   იგი  უნდა  გაჰყოლოდა  თავისი  სიცოცხლის  განუყოფელს  და  არსებით  ნაწილს  და  გაჰყვა  კიდეც,  თავის  ერთგულ  და  თავდადებულ  მეუღლესთან  ერთად.

             ემიგრაციაში  მყოფმა  ქართველობამ   სოფელ  ლევილში  მამული  შეიძინა  და  იქ  დასახლდა.   იქვე,  ორი  მცირე  ოთახი  ექვთიმემ  და   ნინომაც  დაიჭირეს.  განძი,  სულ  39  ყუთი  შესანახად  ჩააბარეს  მარსელის  ბანკს.

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო......


          დადგა 1945 წელი დამთავრდა ქართული განძის აღწერა-შეფუთვის სამუშაოები. წარმოიდგინეთ ექვთიმეს გახარება, ის ხომ გადარჩა "ზნეობრის სიკვდილას".დაიწყო გამგზავრების თადარიგი- რუსეთიდან 3 თვითმფრინავი მოფრინდა; ყველაფეი მზად არის მაგრამ მოულოდნელად ექვთიმემ უარი თქვა გამგზავრებაზე. ასეთი საქციელი, ზოგმა მოხუცის ახირებად მიიჩნია, ზოგმაც ცოლთან სამუდამო განშორების სიმძიმილთან, მაგრამ არც ერთი აღმოჩნდა და არც მეორე. ექვთიმეს თურმე სულ სხვა სატკივარი უღრღნიდა გულს, როგორღა გამოჩენილიყო თანამემამულეებს, როცა ერთი ხეირიანი კოსტუმიც არ ჰქონდა ჩასაცმელი.

            გვიან გაიგეს საბჭოთა სახელმწიფოში, რომ განძეულის გუშაგი ყველაზე ღარიბი კაცი იყო მთელს პარიზში. გაიგეს და მაშინვე დატრიალდნენ, მაგრამ კოსტუმი ვერ იშოვეს, მაშინ გადაწყდა, რომ ქაიროში ან თეირანში შეემოსათ ექვთიმე თაყაიშვილი.

მაგრამ დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა!!!!!




           ყოველ ჩვენგანს შეუძლია რომ განსაცდელში ყოფნის ჟამს ექვთიმე გაიხსენის, მაშინ არ დავკარგავს ღირსებას და სწორ გამოსავალსაც ვიპოვით.   




         ექვთიმე თაყაიშვილის ქმედება აღფრთოვანებასა და პატივისცემას იწვევს მკითხველში. სამწუხაროა, მაგრამ ეს დიადი პიროვნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ არის ღრმად ცნობილი, ის კი იმსახურებს იმას, რომ ასეთი განძის შემნახველის სახელი თითოეულმა ქართველმა იცოდეს. ეს ყველაფერი გამოსწორებადია. ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ექვთიმე დიდზე დიდი იყო, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღქმა სრულყოფილად ცოტას თუ შეუძლია, უფრო ცოტას კი, მისი გზის გავლა წუნდაუდებლად.




         სიცოცხლის ბოლო წლები ექვთიმემ შინაპატიმრობაში გაატარა. დააპატიმრეს მისი ერთადერთი ქლიშვილიც.
         1953 წლის 21 თებერვალს ცივ და ქარიან დღეს 50-მდე ადამიანი დაესწრო დიდებული პროფესორის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე.
         1963 წელს 100 წლისთავთან დაკავშირებით, ექვთიმეს ნეშთი ვაკიდან დიდუბის ქარტველ მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს. იქვწ გადმოასვენეს მისი მეუღლეის, ნინო პოლტარნეცკის ნეშთი.

გამოყენებული ლიტერატურა

  • "განძეულის გუშაგი" ე.უბილავა: თბილისი "მერანი" 1990

  • "ქართველ წმინდანთა ცხოვრება."/სასკილო ბიბლიოთეკა/ თბილისი "ბაკმი" 2009/გვ. 12-15/

  • ''დიდი ქართველები" ტ.ზოზრაშვილი თბილისი "პალიტრა"/ გვ.271-274/

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი 1979. ტIV /გვ.:593-94/

  • თსუ-ს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდის არქივი

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა – LIB.GE

  • თავისუფალი ენციკლოპედია – WIKIPEDIA.ORG

  • ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოფონდი

  • საქართველოს კინოსახლის მასალა ( რეზო თაბუკაშვილი – ექვთიმე თაყაიშვილი )

  • გამოყენებულია TV საპატრიარქოს არქივი

  • გამოყენებლია "გააგრძელე საქართველოს ისტორიის" ვიდეომასალა

  • გამოყენებლია თსუ-სელექტრონული ბიბლიოთეკა-e-learning.tsu.ge