ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო......
დადგა 1945 წელი დამთავრდა ქართული განძის აღწერა-შეფუთვის სამუშაოები. წარმოიდგინეთ ექვთიმეს გახარება, ის ხომ გადარჩა "ზნეობრის სიკვდილას".დაიწყო გამგზავრების თადარიგი- რუსეთიდან 3 თვითმფრინავი მოფრინდა; ყველაფეი მზად არის მაგრამ მოულოდნელად ექვთიმემ უარი თქვა გამგზავრებაზე. ასეთი საქციელი, ზოგმა მოხუცის ახირებად მიიჩნია, ზოგმაც ცოლთან სამუდამო განშორების სიმძიმილთან, მაგრამ არც ერთი აღმოჩნდა და არც მეორე. ექვთიმეს თურმე სულ სხვა სატკივარი უღრღნიდა გულს, როგორღა გამოჩენილიყო თანამემამულეებს, როცა ერთი ხეირიანი კოსტუმიც არ ჰქონდა ჩასაცმელი.
გვიან გაიგეს საბჭოთა სახელმწიფოში, რომ განძეულის გუშაგი ყველაზე ღარიბი კაცი იყო მთელს პარიზში. გაიგეს და მაშინვე დატრიალდნენ, მაგრამ კოსტუმი ვერ იშოვეს, მაშინ გადაწყდა, რომ ქაიროში ან თეირანში შეემოსათ ექვთიმე თაყაიშვილი.
დადგა 1945 წლის 11 აპრილი თბილისის აეროდრომზე ეშვება პარიზიდან მომავალი თვითმფრინავი. ტრაპზე მძიმედ ეშვება დიდებული მოხუცი, ცრემლმორეული, ხელების ქნევით ესალმევა ხალხს, შემდეგ მშობლიურ მიწას ემთხვევა და დამჭკნარ ბაგეთაგან ჩურჩულით სწყდება ტანჯული სულისა და გულის თანაზიარი სიტყვები: "კვლავ შენთან ვარ მიწავ მშობლიურო, შენი განძეულის ერთგული გუშაგი! "სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო...." ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე."
ასე მთავრდება ექვთიმე თაყაიშვილის ოდისეა, რომელიც, იმავდროულად ქართული კულტურის ძეგლების დაცვა-პატრონობას ერთ-ერთ ყველაზე უფრო დრამატულ ფურცელს წარმოადგენს.
დასრულებულიყო წამება ქართული საგანძურისა, დასრულებულიყო ექვთიმე თაყაიშვილის ოდისეა.
ახლა უკვდავება იწყებოდა.
ექვთიმე თაყაიშვილმა განძი უკლებლივ დაუბრუნა საქართველოს; უფრო მეტიც, მან ახალი ნივთებიც შემატა კოლექციას. ექვთიმეს საზოგადოება დიდი პატივისცემით, მოწიწებითა და მადლიერებით შეხვდა. მის ლექციებს დიდძალი ხალხი ესწრწბოდა. სამშობლოში დაბრუნებამ ოთხმოც წელს გადაცილებულ მეცნიერს ენერგია გაუორკეცა. საქართველოში გატარებული 8 წლის განმავლობაში ექვთიმემ იმდენი საქმის გაკეთება მოასწრო, ერთი სოლიდური მეცნიერის მთელ სიცოცხლეს ეყოფოდა. ვერცერთი ქართველოლოგი ვერ აუვლის გვერდს მის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიის, რუსთველოგიის თუ, ლინგვისტურ
1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით, დაინიშნა უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. მალე, მას დამსახურებული პროფესორის წოდება მიენიჭა, ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტატო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარრისხი და პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა საგანგებო კრებამ ერთხმედ აირჩია ნამდვილ წევრად.
No comments:
Post a Comment