ბიოგრაფიული ცნობები
ექვთიმე თაყაიშვილი გურიაში,
ოზურგეთის მაქრაში, სოფ. ლიხაურში 1863 წელს 5 იანვარს , აზნაურ სვიმონ
თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა.
მამამისი რუსის ჯარში მსახურობდა
და თურქეთის საზღვრის
მცველ ერთ-ერთ რაზმას
მეთაურობად მდ. ჩოლოქზე
და სათანადო „ კორდონის უფროსად“
იწოდებოდა; ხოლო დედა - მაკვარელი თავადის
გიტელი ნაკაშაძის ასული ნინო გულთბილი,
ქველმოქმედი და ხალხის მოსარჩლე
მანდილოსანი იყო. დედას ოთხი
შვილიდან განსაკუთრებით ნაბოლარა,
ექვთიმე უყვარდა, რადგანაც
ის სხვებისაგან განსხვავებით მკაფიოდ ავლენდა თავის ნიჭს, რაც დედას
დიდ სიხარულს ჰგვრიდა.
მოწამეობრივი ცხოვრებით სვლა დაბადებიდანვე
ბედად დაჰყვა ახალნაშობ ყმას . დაბადებიდან
მეხუთე დღეს მოუკვდა მამა
და ამრიგად, მამის
სიყვარულთან და მამობის განცდასთან სავსებით
უზიარებელი დარჩა. მეხუთე
წელს დედა მის ლოგინში, მისავე
მკერდზე მიხუტებული გარდაიცვალა
და ამრიგად, დედობის
ღვთაებრივი მადლისაგან, მისი გაციებული სხეულის
განცდის გარდა სხვა აღარაფერი შემორჩენია.




